MediaOlga
  Home
 


Mysterious Tape

 Already three years have elapsed from the date of death of Georgian Prime Zurab Zhvania. A few hours after the discovery of the corpse Zhvania was a press conference of the Minister of Internal Affairs Vano Merabishvili, who stated on the sudden death of Prime and versions of his death.

After three years version of the "accident" not changed, despite numerous facts and materials those indicate the murder of Zurab Zhvania.

I recently source of the State Security department became aware of mysterious tape, supposedly filmed on the same night the death of Zhvania, on which there is material confirmation of version  premiere's killing.

About this tape, I had learned quite by accident, at the wedding of my colleagues in the restaurant "Tbilisi". I accidentally met with a retired security service officer who was sitting opposite me at the table. Included in the phase of light alcohol intoxication, we began to discuss the topic Zhvania. First we dealt with the known facts. On the plus degrees of alcohol added frank statements about the incident. I noted that the death of Zhvania caused other deaths related to the case - the murder of the Expert Levan Samkharauli and his classmates David Mchedlishvili.

A retired military officer revealed revelation and told me about the death of another man who was connected with the case. It was the officer Counterintelligence "Vazha", a close friend of retired officer who seized video material from the crime scene. "Vazha" died the following day in a terrible car accident. His car was founded in the river "Kura". Retired officer met with him one day before the death of at emergency meeting about the tapes in the security service, which was attended by six people including Minister of Internal Affairs and State Security Service Vano Merabishvili.

When I asked what exactly was recorded on film, officer has not replied. He learned that I am a journalist and he did not want to continue the conversation and to answer additional questions.. It also was unable to determine who gave to the agent "Vazha" this film. It became clear to me later from my interview made by the oficer of "SOD" (Special operational department of Ministry of Internal Affairs) Georgia E. Khodua.

                                                                                                                                                                        

                                                             ©    Olga Sikharulidze,  2008.       

 

     

 

                          დაუსრულებელი   გამოძიება




2008 წლის 11 აპრილს შედგა ჩემი ინტერვიუ  ”სოდ”_ის ოფიცერთან ემზარ ხოდუასთან, რომელიც ახალი თაობის 12 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა სათაურით ”დაუსრულებელი გამოძიება”.
ვინაიდან სტატია ეხება პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებულ მასალებს, ამიტომ გადავწყვიტე მისი გამოქვეყნება ამ საიტზე გადაუთარგმნელად(ჯერჯერობით).

ოლგა: _ბატონო ემზარ, სავარაუდოდ ირაკლი ოქრუაშვილს საფრანგეთის მთავრობა პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემს. როგორ ფიქრობთ ეს ფაქტი აღიარებს იმას, რომ ევროპაში სულ უფრო მეტად სჯერად იმისა, რომ ზურაბ ჟვანიას დაღუპვა შემთხვევითი არ იყო და იმასაც მოწმობს, რომ დასავლეთს ოპოზიციის უფრო მეტად სჯერა ვიდრე საქართველოს მთავრობის?

ემზარ ხოდუა: პირველ რიგში მინდა ავნიშნო - ოქრუაშვილი ვერ მიიღებს პოლიტიკურ დევნილის სტატუსს, ვინაიდან ევროპის სახელმწიფოები საქართველოს მთავრობას უჭერენ მხარს. მეორეც - ჯერ რაც არ არის მომხდარი იმაზე კომენტარის გაკეთება ცოტა არ იყოს ძნელია.

ოლგა:  _ზურაბ ჟვანიას დაღუპვის ფაქტზე რას იტყვით?

ემზარ ხოდუა: _ჯერ გამოძიება არ არის დასრულებული და რაიმეს გვიჭირს.

ოლგა: _კიმაგრამ ძალზედ ბნელეთით არის მოცული ყველა ფაქტი რაც აქამდე იყო ცნობილი.

ემზარ ხოდუა: _რას გულისხმობთ?!

ოლგა: _თუნდაც ავიღოთ ის ფაქტი , როდესაც ჟვანიას საქმის ექსპერტიზის ბიუროს უფროსი ლევან სამხარაული მოკლეს იმის შემდეგ, რაც მისი დაჟინებული მოთხოვნის შედეგად საქმეში გაჩნდა ჩანაწერი იმის შესახებ , რომ საბურთალოს ქუჩის ბინაში ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.  ამას ადასტურებს ”ეფ-ბი-აი”-ს დასკვნებიც. ნუთუ სამხარაული თავისმა უახლოესმა მეგობარმა მოკლა და შემდეგ მან თავი მოიკლა ორი იარაღიდან გასროლით?!  2007 წლის შემოდგომაზე ოქრუაშვილი მეორე დღესვე დააპატიმრეს, როდესაც მან პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის  დაგეგმვაში დაადანაშაულა.  ამის შემდეგ პატარკაციშვილი აიძულეს საქართველო დაეტოვებინა. საბოლოოდ მისი სიცოცხლეც საეჭვოდ დასრულდა...

ემზარ ხოდუა: _არცერთი ეს ფაქტი ბოლომდე გამოძიებული არ არის, ამიტომ ნაადრევია კომენტარების გაკეთება. 

ოლგა: _თქვენ თვლით, ჟვანიას დაღუპვიდან სამი წლის შემდეგ ნაადრევია კომენტარი, მხოლოდ იმის გამო რომ გამოძიება არ დასრულებულა? კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეიწიროს ამ საქმის მასალების მიჩქმალვამ?! ავიღოთ თუნდაც კიდევ ერთი მსხვერპლი _ თქვენი უწყების _ დაზვერვის ოფიცერი ვაჟა დ., რომელიც ამ ორნახევარი წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა იმის შემდეგ დღეს, რაც უშიშროებაში გასაიდუმლოებული ვიდეო კასეტის შესახებ მოხსენება წარადგინა.  ირკვევა ისიც, რომ პიროვნებამ რომელმაც ეს ფირი ვაჟას გადასცა, საქართველო მალევე დატოვა ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად.
 
ემზარ ხოდუა: _ამ ფაქტთან დაკავშირებით დაგიდასტურებთ, რომ გამოძიებისთვის დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი ამ პიროვნების ვინაობა. ეს არის საქართველოს მოქალაქე ბიზნესმენი ირაკლი ბარდაველიძე, რომელმაც ოჯახთან ერთად დატოვა საქართველო. 2007 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა მისი ადგილსამყოფელი. ჩვენ ვცადეთ მასთან დაკავშირება, მაგრამ მან უარი განაცხადა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ამჟამად დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია მისი საქართველოში ჩამოსვლა. ასეთ შემთხვევას ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიყენებთ დავკითხავთ და თუ საჭირო გახდა მივიღებთ სათანადო ზომებს. ანუ არ გამოვრიცხავ მის დაპატიმრებასაც, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის სასჯელს იმ პირებისადმი, რომლებიც უარს აცხადებენ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, ან ფლობენ მნიშვნელოვან ინფორმაციას და სავარაუდოა მათი მიმალვა.

ოლგა: _ანუ გინდათ თქვათ რომ სავარაუდოა მოწმე ი. ბარდაველიძის დაპატიმრება?

ემზარ ხოდუა: _ჩვენ ვალდებულები ვართ გამოვიძიოთ საქმე! ამას კანონი გვავალებს და ყოველთვის ვმოქმედებთ შესაბამისად.  მომიტევეთ, მაგრამ ინტერვიუსათვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. სამწუხაროდ თათბირზე მაგვიანდება და უნდა დაგტოვოდ.

ოლგა:  _მადლობთ ბატონო ემზარ ინტერვიუსთვის! ვიტოვებთ იმედს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაღუპვის რეალური მიზეზები გამოძიებულ იქნება თუ დროულად არა საბოლოოდ მაინც.  ამასთანავე გასათვალისწინებელია ის გარემოებები, რომლებსაც მრავალი ადამიანები შეეწირნენ, მხოლოდ იმის გამო, ვინაიდან მათ ჰქონდათ შეხება ამ გასაიდუმლოებულ საქმესთან!

ემზარ ხოდუა: _კარგად ბრძანდებოდეთ.

ჟურნალისტის კომენტარი: ამის ამბის დეტალების გარკვევა ძალზედ გაგვიჭირდა, ვინაიდან  საქართველოს პარლამენტმა შეცვალა კანონი სისხლის სამართლის საქმის, სიძველის გამო დახურვის შესახებ. ანუ გამოძიების მასალები ვერ გამოქვეყნდება იმის გამო, რომ საქმე დახურული არ არის. ამრიგად საზოგადოებისათვის დიდი ხნით იქნება უცნობი ამ საქმეების დეტალები. 
მიუხედავად ამისა ჩვენი დაუზუსტებელი ინფორმაციით ამ რამდენიმე წუთიან ფირზე იყო აღბეჭდილი საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინის ეზოში მომხდარი ფაქტები პოლიციის ადგილზე გამოჩენამდე.  მინდა აგრეთვე ავღნიშნო, რომ ვაჟა დ._ს ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს რაიმე კომენტარის გაკეთებაზე. ჩვენ შევიტყვეთ მხოლოდ ის რომ ვაჟა დ.-ს დარუპვიდან სამი კვირის თავზე საქართველო დატოვა მისმა ძმამ, აგრეთვე უშიშროების უწყების ოფიცერმა გოგა დ.-მ, რომელმაც ძმის დაღუპვიდან რამდენიმე საათში სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

                                                                                                                                                                      
                                                                                                                                                                          12  april   2008.   ©  Olga Sikharulidze.


 
  © All Rights Reserved  
 
Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно